ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე მივიდა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა, ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე იმყოფება.

კირთაძის თქმით, ახლა სამაშველო სამსახურების სწრაფი და ეფექტური მუშაობა ყველაზე მნიშვნელოვანია.

„ვერანაირ შეფასებას ვერ გავაკეთებ. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია სამაშველო სამსახურებმა იმუშაონ, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად. ნახევარი კორპუსია ლამის დანგრეული და რა თქმა უნდა, ხალხი იქნება ალბათ მოყოლილი. ახლა მნიშვნელოვანია სამაშველო სამსახურების კარგი მუშაობა“, - განაცხადა კირთაძემ.

ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა