აჭარის პოლიციის წარმომადგენელი ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რეგიონებიდან სამაშველო სამსახურის დამატებითი ძალების მობილიზება ხდება.

როგორც ჟურნალისტებს აჭარის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს უფროსმა ირაკლი ბასილაძემ განუცხადა, რამდენი ადამიანი დაშავდა შემთხვევის შედეგად, ჯერჯერობით ინფორმაციას არ ფლობენ და მიმდინარებს გამოძიება.

„ჩამონგრეულია კორპუსის ერთი მხარე, სადარბაზოს ერთი ნაწილი. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, მიმდინარეობს აქტიური სამაშველო-სამძებრო მოქმედებები, რომელშიც ჩართული არიან, როგორც სამაშველო სამსახურის, ისე პოლიციის თანამშრომლები. ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების ბრიგადა, საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახური, მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ძალების მობილიზება ხდება. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მათ შორის, ავტოკიბე, რისი დახმარებითაც ხდება დაშავებულების აღმოჩენა ინტენსიური სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში და მათი ევაკუაცია უსაფრთხოდ. ამ დროისთვის, დაშავებულთა რაოდენობაზე ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, როგორც კი ამის საშუალება მოგვეცემა, დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით. მიმდინარეობს ინტენსიური საძიებო-სამაშველო სამუშაოები. მინდა მოქალაქეებს ძალიან ვთხოვო და მოვუწოდო, რომ დაიცვან უსაფრთხოების ზომები, დაემორჩილონ პოლიციის თანამშრომლებს, ვინაიდან უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ტერიტორია შემოსაზღვრულია და მათი მხრიდან არ მოხდეს სამუშაოების მიმდინარეობისას ხელის შეშლა“, - აცხადებს ირაკლი ბასილაძე.

სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2023
ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლებას რუსეთის მიმართ კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული, ამისთვის შინაგანად მზაობის დასტურია ის განცხადებები, რასაც ხელისუფლებისგან ვისმენთ
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
სამი ამბავი, რის შემდეგაც „ნაცრისფერი“ iPhone-ის ყიდვას გადაიფიქრებთ
კარფურის ახალი კამპანია - „ქართული პროდუქტები“