ბათუმის მერის მოადგილის განცხადებით, კორპუსზე, რომლის ნაწილი ცოტა ხნის წინ ჩამოინგრა, დაშენება ბოლო 5-6 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა

ბათუმის მერის მოადგილის ლელა სურმანიძის განცხადებით, კორპუსზე, რომლის ნაწილი ცოტა ხნის წინ ჩამოინგრა, დაშენება ბოლო 5-6 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა.

როგორც სურმანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ კორპუსზე დაშენების ნებართვა ბოლო წლების განმავლობაში არ გაცემულა.

ასევე სურმანიძემ უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, კორპუსში, რომლის ნაწილიც ჩამოინგრა, „ქართული ოცნების“ დეპუტატი რესან კონცელიძე ცხოვრობს და „კორპუსზე დაშენების ნებართვა სწორედ მისი ხელშეწყობით გაიცა“.

ლელა სურმანიძის განცხადებით, რესან კონცელიძე დეპუტატი 2020 წელს გახდა, აღნიშნულ კორპუსზე დაშენება კი ბოლო წლების განმავლობაში არ განხორციელებულა.

„რესან კონცელიძე, რამდენადაც მახსოვს, 2020 წლიდანაა პარლამეტის წევრი და ის ორი სართული, რაზეც ამბობთ, რომ დაშენებულია, უკანასკნელი 5-6 წლის განმავლობაში არ დაშენებულა“,- განაცხადა სურმანიძემ.

რაც შეეხება დაშავებულებს, ბათუმის მერის მოადგილის განცხადებით, მათი რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.

„დაზუსტებული ინფორმაცია დაშავებულებზე არ გვაქვს. მომიჯნავე სადარბაზოდან ხალხის ევაკუაცია მოხდა, რადგან არსებობს საფრთხე“,- განაცხადა ლელა სურმანიძემ.

ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები. მაშველებმა კორპუსის ჩამონგრევის ადგილიდან ორი ბავშვი გამოიყვანეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო