გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელთან, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალისკენ გადასასვლელ საავტომობილო ხიდთან, მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. გარდაცვლილი, სავარაუდოდ, შუახნის მამაკაცია.
ფაქტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დანაყოფები, ექსპერტ-კრიმინალისტები და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები მუშაობენ.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.