წლინახევრის ბავშვი, რომელიც ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის დროს ავტომობილში იმყოფებოდა, კლინიკიდან გაწერეს

წლინახევრის ბავშვი, რომელიც ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის დროს ავტომობილში იმყოფებოდა, კლინიკიდან გაწერეს. როგორც ბათუმის იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრის კლინიკის დირექტორმა, თამარ ბახტაძემ განაცხადა, ამჟამად ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„კლინიკაში შემოყვანისას პაციენტის მდგომარება სტაბილური იყო, მისი ცნობიერება ნათელი იყო, მაგრამ აღენიშნებოდა მრავლობითი ზედაპირული დაზიანება, ასევე წვივის ძვლის მოტეხილობა. რამდენიმე საათის განმავლობაში დაჰყო გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში, ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, ასევე მიმდინარეობდა მონიტორინგი. რამდენიმე წუთის წინ დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა“,-განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

შეგახსნებთ, ბათუმში, კორპუსის ერთი სადარბაზო რამდენიმე საათის წინ ჩამოინგა. ნანგრევებში მოყოლილი არიან მოქალაქეები, თუმცა, მთი ზუსტი რაოდენობა უცნობია.

ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა