ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროცესების განხილვის დაჩქარებაზე, სასამართლომ უარი თქვა

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესების განხილვის დაჩქარებაზე, სასამართლომ უარი თქვა.

როგორც ადვოკატმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამის მიზეზად დასახელდა, რომ სხდომა ჩანიშნულია 10 ნოემბერს და სწორედ ამ დღეს გაიმართება საქმის განხილვაც.

მისი თქმით, ხელისუფლებას დაკავებული ყოფილი პრეზიდენტის ეშინია.

„მიზეზად მოაქვთ, რომ ჩვენ ხომ შევთანხმდით 10 ნოემბერზე სექტემბერის თვეში, როდესაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში საერთოდ არ იმყოფებოდა. ეს მოსამართლეები არიან, რომლებიც პროკურატურის დაკრულზე ყოველდღიურად იღებენ სხდომების გადაწევა-გადმოწევაზე გადაწყვეტილებას. ყველას გვახსოვს ნიკა მელიას პროცესი როგორ ფორსირებულად ჩაატარეს - ეს ის სასამართლო სისტემაა.

საქართველოს ხელისუფლებამ თქვა, „მეშინია მიხეილ სააკაშვილის გამოჩენის საზოგადოებაში, მეშინია, მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა სასამართლო დარბაზში“. მათ დაკავებული მიხეილ სააკაშვილის შიში აქვთ, სხვანაირად არ იხსნება სასამართლო პროცესების განხილვის დაჩქარებაზე უარის თქმა, მით უმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც ყველას ძალიან კარგად გვესმის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა. შიმშილობის გათვალისწინებით, დღითიდღე დამძიმდება. 10 ნოემბერს პროცესს ჩაატარებენ თუ არა, რაღა მნიშვნელობა ექნება, თუკი მიშა პროცესზე გამოსვლას და პროცესში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს. არ მახსენდება ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში პრეცედენტი და არც მსოფლიო მართლმსაჯულების ისტორიაში, როდესაც პირი დაეკავებინოთ, ითხოვდეს, რომ სასამართლო პროცესი გამართეთ, სხდომები ჩაატარეთ და სხდომების გამართვაზე სასამართლო უარს ამბობდეს“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს