ბათუმის მერია - ყველა დაზარალებულ ოჯახს დახმარება გაეწევა

ბოლო 10 წლის განმავლობაში ბათუმის მერიას არ გაუცია ნებართვა დაშენებასთან დაკავშირებით. ასევე, აღნიშნული კორპუსი არ იყო ამორტიზებული, - ამის შესახებ ნათქვამია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, ჩამონგრეულ კორპუსში მცხოვრები ყველა ოჯახი გადაყვანილი იქნება ალტერნატიულ ფართში და გაეწევა შესაბამისი დახმარება.

„ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე მდებარე სახლთან მობილიზებულია სამაშველო ძალები და მუნიციპალური სამსახურები.

ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები.

მოგახსენებთ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ბათუმის მერიას არ გაუცია ნებართვა დაშენებასთან დაკავშირებით. ასევე, აღნიშნული კორპუსი არ იყო ამორტიზებული.

ყველა ოჯახი გადაყვანილი იქნება ალტერნატიულ ფართში და გაეწევა შესაბამისი დახმარება.

ამ დროისთვის, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა