ბათუმში, ნანგრევებიდან ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

ბათუმში, ნანგრევებიდან ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

ბათუმში, ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ერთი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილი ასაკოვანი ქალია.

ამ დროისთვის, ადგილზე სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. ნანგრევებიდან ამოყვანილი 2 ადამიანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეიობა მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა.