ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას გული რამდენჯერმე გაუჩერდა

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას გული რამდენჯერმე გაუჩერდა

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი კახა ქაშიბაძე აცხადებს, დაშავებულ ქალს გული რამდენჯერმე გაუჩერდა.

„მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. რამდენჯერმე გაუჩერდა გული. მოხერხდა ამუშავება. პაციენტი ახლაც არასტაბილურია, თუმცა მისი მდგომარეობის შენარჩუნებას მედიკამენტებით ვახერხებთ, მაგრამ ყველა პარამეტრი შეუქცევად დაზიანებებთან ძალიან ახლოს არის. რამდენად მოხერხდება მისი გამოყვანა მდგომარეობიდან ახლა რამე პროგნოზის გაკეთება ძალიან მიჭირს“, - განაცხადა კახა ქაშიბაძემ.

როგორც მან განმარტა, პაციენტს გული გზაში ტრანსპორტირების შემდეგ რეანიმაციაში კიდევ ოთხჯერ გაუჩერდა. ამთან, ექიმმა ისაუბრა პაციენტის მდგომარეობის მთავარ რისკფაქტორებზე.

„ოთხჯერ იყო კიდევ გულის გაჩერება. პარალელურად არის გულ-მკერდის დაზიანება, მენჯის ძვლების მოტეხილობა, წვივის ძვლის მოტეხილობა, თავის ქალის დაზიანება. ჯამში ეს არის პოლიტრავმა, რომელიც ძალიან მძიმე დაზიანებაა, ერთობლიობაში“, - განაცხადა კახა ქაშიბაძემ საუბრისას.