ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გარდაიცვალა

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან გვიან ღამით ამოყვანილი ქალი ბათუმის რეფერალურ კლინიკაში გარდაიცვალა.ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.

„ახალგაზრდა ქალი, დღეს, 9:35 საათზე გარდაიცვალა. პაციენტი შემოიყვანეს უმძიმეს მდგომარეობაში. სასწრაფო დახმარების მანქანაშივე დამძიმდა მისი მდგომარეობა, დაფიქსირდა გულის გაჩერება, „ემერჯენსში“ აღდგა გულის მუშაობა და ღამის განმავლობაში რამდენჯერმე დაფიქსირდა გულის გაჩერება აღდგენით. ძირითადი დიაგნოზი იყო ქრონიკული ზეწოლის სინდრომი, აღენიშნებოდა მრავლობითი მოტეხილობა, შინაგანი ორგანოების დაჟეჟილობა და სისხლდენა,“- განაცხადა ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა.

რაც შეეხება ნანგრევებიდან ამოყვანილ კიდევ ერთ პირს, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული, მისი მდგომარეობაც მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა.

იხილეთ ვიდეო:ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გარდაიცვალა, მისი მცირეწლოვანი შვილების ცხედრები კი გამთენიისას ამოასვენეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა