ბათუმში, ტრაგედიის ადგილზე სამაშველო ოპერაციაში 400 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ტრაგედიის ადგილზე სამაშველო ოპერაციაში 400 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა. როგორც ჟურნალისტებს აჭარის სამაშველო სამსახურის უფროსმა ჯუმბერ ბითაძემ განუცხადა, სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად რეგიონებიდან სამაშველო სამსახურის დამატებითი ჯგუფის მობილიზება გახდა საჭირო.

„შეტყობინების შემოსვლისთანავე დაახლოებით 2 წუთში მობილური ჯგუფები ადგილზე იყვნენ. შესწავლილია არსებული სიტუაცია. რეგიონებიდან დამატებით მობილიზდნენ მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. დაახლოებით 400 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა დღე-ღამის განმავლობაში. წინასწარ შესწავლილი იქნა სავარაუდოდ ნანგრევებში მოყოლილი მოქლაქეების ადგილმდებარეობა და წერტილოვნად მიმდინარეობდა მათ აღმოსაჩენად სამუშაო ღონისძიებები. მეხანძრე-მაშველებმა მაქსიმალური გააკეთეს და მინდა ყველას მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ჯუმბერ ბითაძემ

შეგახსენებთ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა. ტრაგედიის შედეგად 9 პირი გარდაიცვალა, აქედან 4 ერთი ოჯახის წევრია. რაც შეეხება 36 წლის მამაკაცს, რომელიც მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან გუშინ ამოიყვანეს, ის კლინიკაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბათუმში, კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთი ბინის მესაკუთრის მითითებით სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია. დაკავებულია ბინის მეპატრონე და ორი მუშა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა