ბათუმში, 26 მაისის ქუჩა, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოიშალა, გადაიკეტება

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩა გადაიკეტება.

ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, ადგილზე სიტუაციას სამართალდამცავები გააკონტროლებენ.

„დარჩებიან ადგილზე პოლიციელები. სავარაუდოდ, ეს ქუჩა დაიკეტება, რომ არ იმოძრაოს ხალხმა. უკანა ეზოშიც გაკეთდება ბარიერები, რომ არ შევიდეს ვინმე და ამან საფრთხე არ გამოიწვიოს. მშენებლები შეიკრიბებიან მერიაში, იმსჯელებენ მოხდეს თუ არა მთლიანად ფლიგელის დემონტაჟი, თუ მარტო ჩამოშლილი „ბეტონის“. შემდეგ უკვე გაკეთდება რესტავრაცია“, - განაცხადა გომელაურმა.

ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 4 ერთი ოჯახის წევრია. რაც შეეხება 36 წლის მამაკაცს, რომელიც მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან გუშინ, რამდენიმე საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ ამოიყვანეს, კლინიკაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა.

ეკატერინე ციმაკურიძე - როცა ტელევიზიის ხელმძღვანელს ასამართლებენ სრულიად არადამაჯერებელი მართლმსაჯულებით, ეს ნამდვილად არაა დასავლური მისწრაფება, ხელისუფლება კი ამბობს, რომ აქვს ევროატლანტიკური კურსი, მაგრამ საქმით სხვა რამეს ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
მუსიკათერაპია, როგორც ბედნიერების ტრენინგი
კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ - უნივერსალური და მაღალკვალიფიციური მომსახურება საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო სფეროში
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო