ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 26 მაისის ქუჩაზე მდებარე კორპუსში მიმდინარე შიდა სამუშაოებზე უწყებაში შეტყობინება არ შესულა

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარე შიდა სამუშაოებთან დაკავშირებით უწყებაში შეტყობინება არ დაფიქსირებულა. მათივე ინფორმაციით, კანონმდებლობით მაკონტროლებელ ორგანოს შიდა კერძო ტერიტორიაზე სამუშაობის შემოწმების უფლებამოსილება მხოლოდ შეტყობინების საფუძველზე აქვს.

„ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს.

26 მაისის ქუჩა 13-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარე შიდა სამუშაოებთან დაკავშირებით ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში შეტყობინების დაფიქსირებას ადგილი არ ჰქონია, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. კანონმდებლობით მაკონტროლებელ ორგანოს შიდა კერძო ტერიტორიაზე სამუშაობის შემოწმების უფლებამოსილება მხოლოდ შეტყობინების საფუძველზე აქვს“, -ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა