ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ

ზუგდიდში მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარედ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მათი თქმით, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, აქცია დაგეგმილზე უფრო მოკრძალებული იქნება.

„რა თქმა უნდა, ეს არ იქნება დაგეგმილზე უფრო პომპეზური, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო. პირველ რიგში, ყველა აქ მოსული ადამიანი მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით, მაგრამ არ შეიძლება არ გავაგებინოთ საქართველოს, რომ ვერ წაგვართმევენ არჩევანს",- განაცხადა დეპუატატმა თამარ კორძაიამ.

აქციის მონაწილეებს სანთლები უჭირავთ ხელში და აცხადებენ, რომ ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულ ადამიანებს პატივს მიაგებენ.

გიორგი ბილანიშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლებას, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მომავალზე, არ გააჩნია ფართო ხედვა და ვერ ახერხებს საერთაშორისო მოვლენების განვითარების სწორად აღქმასა და გააზრებას
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო