ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები საოლქო საარჩევნო კომისიისკენ მსვლელობას მართავენ

ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან #67 საოლქო საარჩევნო კომისიისკენ მსვლელობას მართავენ.

ისინი ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის გადადგომას მოითხოვენ.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში მე-11 მაჟორიტარული ოლქის ბიულეტენების გადათვლის შემდეგ, ოლქში შედეგები შეიცვალა და გამარჯვებული "ქართული ოცნების" კანდიდატი სოსო გოგოხია გახდა.

ნიკა მელიას შეფასებით, „ქართული ოცნება“ ჩართულია „მძიმე გაყალბების პროცესში“, რადგან "ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებული კანდიდატი დამარცხებულად გამოაცხადეს.

აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები და ოპოზიციიდან ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია.

აქციას პარტიები „ლელო“ და „დროაც“ უერთდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა