ზუგდიდის საოლქო კომისიასთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები მსვლელობით მივიდნენ, სამართალდამცველების მობილიზებაა

ზუგდიდის საოლქო კომისიასთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები მსვლელობით მივიდნენ, სამართალდამცველების მობილიზებაა

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის შესასვლელთთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები მსვლელობით მივიდნენ, სამართალდამცველებს ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული.

აქციის მონაწილეები საოლქო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის გადაყენებას მოითხოვენ.

ადგილზე იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია. მან შეკრებილებს მიმართა და მოუწოდა, რომ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგონ.

აქციის მონაწილეებს „ლელოს“ და „დროას“ წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში მე-11 მაჟორიტარული ოლქის ბიულეტენების გადათვლის შემდეგ, ოლქში შედეგები შეიცვალა და გამარჯვებული "ქართული ოცნების" კანდიდატი სოსო გოგოხია გახდა.

ნიკა მელიას შეფასებით, „ქართული ოცნება“ ჩართულია „მძიმე გაყალბების პროცესში“, რადგან "ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებული კანდიდატი დამარცხებულად გამოაცხადეს.