ნიკა მელია - აქციას მაინც ატარებთო? იყო ასეთი კითხვები, ვფიქრობდით, რა გაგვეკეთებინა, მაგრამ, როცა დუმილი ხელისუფლებას ხელს უწყობს, რომ შედეგები გადაწეროს, ამის უფლებას არ მივცემთ!

ზუგდიდში აქციას მაინც ატარებთო? - იყო ასეთი კითხვები - დილემის წინაშე დავდექით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, იმედია, სწორად გაგვიგებთ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ ზუგდიდში საოლქო საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, დუმილი ხელისუფლებას ხელს უწყობს, რომ არჩევნების შედეგები გადაწეროს და დღეს აქციაზე ამიტომ გამოვიდნენ.

„გამიგია, უთქვამთ, ზუგდიდში აქციას მაინც ატარებთო? იყო ასეთი კითხვები, არ დაგიმალავთ, ვფიქრობდით, რა გაგვეკეთებინა, მაგრამ, როდესაც ვხედავთ, რომ დუმილი ხელისუფლებას ხელს უწყობს, რომ შედეგები გადაწეროს, ამის უფლებას არ მივცემთ და არც მივეცით! ამიტომ გამოვედით. თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მძიმეა აქ ყოფნა, როდესაც ჯერ კიდევ ვეძებთ გარდაცვლილებს, მაგრამ, სამწუხაროა, რომ ოდნავ რთულიც არ არის ამ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ შენობაში არიან მოკალათებულები, ზუგდიდელების მიერ გამოხატული ნების მოპარვა. მაშინ, როდესაც ტრაგედია მძვინვარებს. ამ დილემის წინაშე დავდექით - რა გაგვეკეთებინა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ. იმედია, სწორად გაგვიგებთ“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

ზუგდიდში საოლქო საარჩევნო კომისიასთან, კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის გადაყენების მოთხოვნით აქცია იმართება. ადგილზე სამართალდამცველების მობილიზებაა. პოლიციის თანამშრომლებს შენობის შესასვლელთან ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული.

ესტონეთის ელჩი - რუსეთს არ სჭირდება წინაპირობა რომ ვინმეს დაესხას თავს, ის გახდა უფრო არაპროგნოზირებადი ვიდრე ოდესმე
გაგიკ ავაკიანი - რუსეთი იმ მდგომარეობაში არაა, რომ სომხეთის საშინაო პოლიტიკაში მისი ჩარევები  წარმატებული იყოს და მას რამე გამოუვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ზვიად გუბელაძე - გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა ნიკა გვარამიას ტელევიზიის  ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
ნიკოლოზ ვაშაკიძე - არსებული ხელისუფლება წამოადგენს მთავარ დაბრკოლებას ქვეყანა პოლიტიკურად განახლებული და მომზადებული შეხვდეს კარდინალურ ცვლილებებს რეგიონში და მსოფლიოში
„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა
Urban Hotel-ი მარტის დასაწყისიდან უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში
კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ - უნივერსალური და მაღალკვალიფიციური მომსახურება საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო სფეროში
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა