ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების აქცია დასრულდა

ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების და მხარდამჭერების აქცია დასრულდა. აქციის ორგანიზატორებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ბათუმში დაღუპულთა ხსოვნას და შეკრებილებს სიტყვით მიმართეს.

როგორც ენმ-ს ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, არჩევნების გაყალბება დღესაც გრძელდება და მან საზოგადოებას ხმების დაცვისკენ მოუწოდა.

მან ყურადღება გაამახვილა ორი დღის წინ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში მე-11 მაჟორიტარული ოლქის ბიულეტენების გადათვლაზე, რის შედეგადაც შედეგები შეიცვალა და გამარჯვებული "ქართული ოცნების" კანდიდატი გახდა.

ნიკა მელიას თქმით, „ქართული ოცნება“ ჩართულია „მძიმე გაყალბების პროცესში“, რადგან "ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებული კანდიდატი დამარცხებულად გამოაცხადეს.

ამასთან, ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში მასშტაბური აქცია დააანონსა. მან საზოგადოებას 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.

ზუგდიდში, საოლქო კომისიასთან გამართულ აქციას, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა