გიული ალასანია - დღეს ჩემი შვილი, პოლიტიკური პატიმარი, შიმშილობს, რატომ? მას უნდა, რომ სამართლიანობა აღდგეს!

დღეს ჩემი შვილი, პოლიტიკური პატიმარი, შიმშილობს. რატომ? - მას უნდა, რომ სამართლიანობა აღდგეს, აშენდეს სამართლიანი სახელმწიფო, სადაც ადამიანები განსხვავებული აზრისთვის არ დაისჯებიან, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ზუგდიდში აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც გიული ალასანიამ აღნიშნა, სააკაშვილი იმიტომ შიმშილობს, რომ სურს, ყველა ნიჭიერი ადამიანი, მიუხედავად მათი განსხავებულობისა, ბედნიერი იყოს.

“მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, რომელსაც სულ ვგრძობ ჩემი შვილის და სამართლიანი ბრძოლის მიმართ. ჩვენ დღეს დაგვატყდა ტრაგედია, ეს არ არის პირველი შემთხვევა, ამის პრეცედენტები არსებობს და არ არის გამორიცხული, რომ ხვალ სხვა ქალაქებში განმეორდეს. ეს ბუნებრივია, რადგან სახელმწიფოს უჭირს. ჩვენ ჩამოგვეშალა სახელმწიფო ინსტიტუტები. დღეს ჩემი შვილი, პოლიტიკური პატიმარი, შიმშილობს. რატომ შიმშილობს, რა არის მიზეზი ? მას უნდა, რომ სამართლიანობა აღდგეს, აშენდეს სამართლიანი სახელმწიფო, სადაც ადამიანები არ დაისჯებიან განსახვებული აზრისთვის. ეს განსხვავებული აზრი ხომ ძალიან დიდი მონაპოვარია. გვაქვს პატარა სახელმწიფო, სადაც ბევრი ნიჭიერი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ამ ნიჭიერ ადამიანებს არ ეცხოვრებათ, ყველა გაქცევაზეა. ჩემი შვილი იმიტომ შიმშილობს, რომ ეს ასე არ იყოს და ყველა ნიჭიერი ადამიანი მიუხედავად მათი განსხავებულობისა, ბედნიერი იყოს პატარა, ლამაზ ქვეყანაში და გისურვებთ, რომ ყველამ ასეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ”,- განაცხადა გიული ალასანიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა