ბათუმში, ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს

ბათუმში, შენობის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად გადარჩენილი მამაკაცის, 37 წლის ზვიად თავდგირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია. მამაკაცი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.

როგორც კლინიკა „მედცენტრის“ დირექტორმა, მედეა ქაჯაიამ განაცხადა, პაციენტი დღეს რეანიმაციულ განყოფილებაში დარჩება, რადგან მას ექიმების ინტენსიური მეთვალყურეობა სჭირდება.

„პაციენტის მდგომარეობა მძიმე რჩება, მაგრამ სტაბილურია. დადებითი გვაქვს ის, რომ პაციენტი მოიხსნა ხელოვნური ვენტილაციიდან, თავისით სუნთქავს, შემოდის კონტაქტში, ასრულებს დავალებებს, პაციენტი დღეს მაინც დარჩება რეანიმაციულ განყოფილებაში იმიტომ, რომ დარღვევები, რომელიც შემოსვლის დროს ჰქონდა, ყველა კორეგირებული ჯერჯერობით არ არის. პაციენტს ინტენსიური მეთვალყურეობა სჭირდება, ყოველ საათში ხდება იმ სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგი, რომელიც შემოსვლის დროს დარღვეული იყო“, - განაცხადა მედეა ქაჯაიამ.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 4 ერთი ოჯახის წევრია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა.

დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.10.2021
იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
"ავერსსა" და "კავკასიის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ინვესტიცია გუდაურის ოპერირებად სასტუმროში
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში საცხოვრებელი სახლების პროექტების მდგრადი განვითარებისთვის $10 მილიონიანი სესხი დაამტკიცა
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდი“ ვეტერანებს ვეტერანის დღეს ულოცავს