ბათუმში, კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაკავებულებს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაკავებულ 3 პირს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს ოფიციალურად წარუდგენენ.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" პირველ სართულზე მდებარე ბინის მეპატრონის ზაურ ბუდაგოვის ადვოკატი, რამინ პაპიძე აცხადებს, საქმის მასალებს ჯერჯერობით არ იცნობს, თუმცა ბრალის წარდგენის შემდეგ 24 საათში სასამართლოს პროკურატურამ შუამდგომლობით უნდა მიმართოს, სადაც აღკვეთი ღონისძიების საკითხზე მსჯელობა მოხდება.

ბინის მეპატრონის გარდა, ამავე საქმეზე კიდევ 2 პირია დაკავებული, რომლებიც სადარბაზოს პირველ სართულზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდნენ.

სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი