ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული სამი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული სამი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ბათუმის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.

ბინის მეპატრონის გარდა, ამავე საქმეზე კიდევ 2 პირია დაკავებული, რომელიც სადარბაზოს პირველ სართულზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა.

სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

როგორც დაკავებული მუშების მამა-შვილის ადვოკატი აცხადებს, მუშები სარემონტო სამუშაოებს ბინის ნახაზით მიხედვით ასრულებდნენ. ადვოკატს მიაჩნია, რომ მამა-შვილის დაკავება უკანონოა. მისივე თქმით, მუშებს სამუშაოები სარდაფში არ უწარმოებიათ. ცნობისთვის, პროკურატურამ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინა.

იხილეთ ვიდეო:ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული სამი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა