დისტრიბუციის სრული ავტომატიზაცია - GDL-ისა და BDO Digital-ის წარმატებული პარტნიორობის ქეისი

გამოწვევები და პარტნიორობა BDO Digital-თან - ჯერ კიდევ 2011 წელს, GDL-მა BDO-სთან პარტნიორობით დანერგა ERP სისტემა, რაც კომპანიას ზრდის შენარჩუნებაში დაეხმარა. თუმცა, წლების განმავლობაში ბიზნესს გაუჩნდა ახალი მოთხოვნები, რომელსაც 2011 წელს დანერგილი პროგრამა ვეღარ აკმაყოფილებდა.

შესაბამისად GDL-მა გადაწყვიტა უფრო თანამედროვე და მეტი ავტომატიზაციის შესაძლებლობების მქონე პროგრამის დანერგვა, რაშიც პარტნიორად კვლავ BDO Digital-ი აარჩია.

„ფუნქციონალისა და ფასის შესაბამისობის გარდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო შემდგომი მომსახურება. ERP-ის ამუშავება მხოლოდ დანერგვა არ არის და მხარდაჭერის გრძნობა პარტნიორისგან ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სწორედ ამიტომ, მათთან მუშაობის გამოცდილების გათვალისწინებით, პარტნიორად კვლავ BDO Digital-ი შევარჩიეთ“, - ამბობს GDL-ის დირექტორი ირინა უჩანეიშვილი.

ERP-ის დანერგვა

BDO Digital-მა GDL-ის პროცესებისა და მოთხოვნების შეფასების შემდეგ, კომპანიას 1C ERP 2-ის დანერგვა შესთავაზა. მიუხედავად პანდემიისა, BDO Digital-ისა და GDL-ის გუნდებმა, დისტანციურ რეჟიმშიც შეძლეს თანამშრომლობა და 2021 წელს კომპანიაში სისტემა სრულად დაინერგა.

პროგრამის დანერგვით GDL-მა შეძლო პროცესების მეტი ავტომატიზაცია. კომპანიისთვის ძირითადი გამოწვევა საწყობის პროცესები იყო, რომელიც 2011 წელს დანერგილ სოფტშიც გარკვეულ წილად იყო ავტომატიზებული, თუმცა უკვე ვეღარ აკმაყოფილებდა ახალ მოთხოვნებს.

„საწყობის პროცესების მიმართულებით ფუნქციონალები წინა პროგრამაშიც იყო დანერგილი, თუმცა ხელით მეტ მუშაობას მოითხოვდა. ახალი სოფტი მეტად ავტომატიზირებულია და შესაბამისად ადამიანური რესურსის ნაკლებ ჩართულობას მოითხოვს. მოგვეცა უფრო დეტალური ანალიტიკის საშუალება, რაც ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს GDL-ის დირექტორი ირინა უჩანეიშვილი.

წინა პროგრამას GDL-ი 9 წლის განმავლობაში იყენებდა. ამ პერიოდში, კომპანიის ზრდადი მოთხოვნებიდან გამომდინარე, პროგრამას უამრავი მოდიფიკაცია და დეველოპმენტი დასჭირდა. პროგრამის არსებულმა ფუნქციონალმა მათი უმრავლესობა დაფარა, დარჩენილი ნაწილის მოდიფიკაცია კი დანერგვის პროექტშივე განხორციელდა. ეს კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პრაქტიკულად არ ხდება მუშაობის შეფერხება და ახალ სისტემაზე გადასვლა თანამშრომლებისთვის გაცილებით მარტივია. გარდა ამისა, კომპანიას გაუჩნდა ახალი შესაძლებლობებიც; მათ შორის:

  • მარშრუტების დისპეჩერიზაცია

1C ERP-ის საშუალებით ავტომატურად ხდება შეკვეთებისა და დაბრუნებების სწორი გადანაწილება მანქანებზე. შედეგად, მიტანის სერვისის მანქანები ყველაზე ოპტიმალური დატვირთულობით მოძრაობენ, რაც ამცირებს ექსპლუატაციის ხარჯებს.

  • სწრაფი და უშეცდომო დაბრუნების პროცესი

პროგრამის ფარგლებში მნიშვნელოვნად გამარტივდა დაბრუნების პროცესი - დასაბრუნებელი პროდუქციის ფასის განსაზღვრა და შემდეგ შესაბამისი ფაქტურების კორექტირება ავტომატურად ხდება. ეს გამორიცხავს შეცდომებს და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

  • მომგებიანობის ანალიზი

პროგრამის საშუალებით შესაძლებელია დავინახოთ როგორც სრული სურათი, ასევე კონკრეტული ხარჯების დეტალური აღრიცხვა პროექტების მიხედვით. საერთო ხარჯები ავტომატურად ნაწილდება პროექტებზე სხვადასხვა წესით მათი შინაარსიდან გამომდინარე.

სამომავლო გეგმები

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციონალისა, 1C ERP-ს შეუძლია ყველა ბიზნეს პროცესის მოცვა და კომპანიის მოთხოვნებთან მაქსიმალურად დაახლოება. უახლოეს მომავალში GDL პროგრამაშივე შეძლებს კლიენტების ქეშბექების დაწესებას მრავალფეროვანი პირობებითა და ლოგიკებით, რითაც ამ ნაწილში სრულად მოხდება ადამიანური რესურსის ჩანაცვლება. ასევე, ამოქმედდება ბიუჯეტირებისა და დოკუმენტბრუნვის ფუნქციონალები.

ERP სისტემის დანერგვა არ არის ერთჯერადი პროცესი - ნებისმიერ კომპანიას დროთა განმავლობაში უჩნდება ახალი გამოწვევები და მოთხოვნები, რასაც თანამედროვე ERP სისტემა უნდა პასუხობდეს. ამიტომ, GDL-ი, BDO Digital-თან პარტნიორობით, აგრძელებს 1C ERP-ის განვითარებას კომპანიის მოთხოვნებისა და გამოწვევების შესაბამისად.

კომპანიის შესახებ

საქართველოს სადისტრიბუციო ბაზარზე GDL-მა საქმიანობა 2006 წელს დაიწყო, როგორც „თელიანი ველის“ წარმოებული ღვინის დისტრიბუტორმა. წლების განმავლობაში GDL-მა გაზარდა სადისტრიბუციო პროდუქციის ასორტიმენტი, რომელსაც დაემატა როგორც იმპორტირებული ასევე სხვა მსხვილი ადგილობრივი მწარმოებლების პროდუქცია.

(R)

მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
რამაზ საყვარელიძე - თუ მრავალპარტიულობა ხელოვნურია, საარჩევნო დონეზე შესაძლოა მას ჰქონდეს შედეგი, მაგრამ რეალური მრავალპარტიულობა მაინც არ გვექნება და გადაწყვეტილებების მიმღები ერთი პარტია იქნება
ფესტივალი „მუსიკა შენს ფანჯრებთან“ ერთი დღით „თბილისი მარიოტის" ღია ეზოში ბრუნდება
ჯანდაცვის ასი ექსპერტი WHO-ს მიმართავს
„სინერჯი” „აიტექნიკსის“ პარტნიორი-მეწილე გახდა
"ტერაბანკი" ბიზნესს მრავალფეროვან სატარიფო პაკეტებს სთავაზობს
კოლიერსის საოფისე სერვისების პოსტპანდემიური ტრანსფორმაცია
ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო