ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული ბინის მეპატრონის ადვოკატი - არ არსებობს ექსპერტის დასკვნა, რომლითაც დადგინდება, რომ ნგრევის მიზეზი ბრალდებულის საცხოვრებელ ფართში მიმდინარე სამუშაოები იყო

ბათუმში, კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულის, ზაურ ბუდაგოვის ადვოკატის, რამინ პაპიძის განცხადებით, საქმეში არ არსებობს ექსპერტის დასკვნა, რომლითაც დადგინდებოდა, რომ სახლის ნგრევის მიზეზი ბრალდებულის საცხოვრებელ ფართში მიმდინარე სამუშაოები იყო.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ სამშენებლო სამუშაოები, საცხოვრებელი სახლის სარდაფსა და საძირკველზე მიმდინარეობდა, სინამდვილეს არ შეესაბამება. მისი თქმით, სამუშაოები მხოლოდ პირველ სართულზე არსებულ ბინაში მიმდინარეობდა.

ამასთან, პაპიძის განცხადებით, აღნიშნულ სახლში სამშენებლო სამუშაოები იმავე სადარბაზოში მცხოვრები მშენებლის პროექტით მიმდინარეობდა.

„ბრალდების მხარის პოზიციაა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იყოს პატიმრობა. რა თქმა უნდა, დაცვის მხარე არ დავეთანხმებით, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქმეში არ არსებობს ექსპერტის დასკვნა, რომლითაც დადგინდებოდა, რომ სახლის ნგრევის მიზეზი ბრალდებულის, ზაურ ბუდაგოვის საცხოვრებელ ფართში მიმდინარე სამუშაოები იყო. პროკურორმა თვითონ მიიჩნია, რომ ბუდაგოვმა დაშალა ეს სახლი მაშინ, როდესაც ეს არის აბსოლუტურად სპეციალური ცოდნის მქონე ექსპერტების მიერ დასადგენი გარემოება. ბუნებრივია, ზაურ ბუდაგოვის პოზიციაც, რომ იყოს „მე დავანგრიე ეს სახლი“, არ უნდა იქნეს გაზიარებული, რადგან, ვიმეორებ, სახლის ნგრევის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება საინჟინრო ექსპერტიზის მიხედვით დადგინდეს.

გავრცელებული ინფორმაცია, რომ საცხოვრებელი სახლის სარდაფში და საძირკველთან მიმდინარეობდა სამუშაოები, სინამდვილეს არ შეესაბამება და დეზინფორმაციაა. სამშენებლო სამუშაოები პირველ სართულზე არსებულ საცხოვრებელ ფართში მიმდინარეობდა, ეს იყო შიდა კედლების დემონტაჟი. ეს კედლები მზიდი იყო თუ არ იყო ვერანაირი მოწმის ჩვენებით ვერ დადგინდება, ეს მხოლოდ და მხოლოდ ექსპერტმა უნდა შეისწავლოს, რომელსაც სახლის პროექტი ექნება და შემდეგ იტყვის კედელი, რომელიც ფართში მოიშალა იყო თუ არა მზიდი.

ის პროექტი, რომლის მიხედვითაც ამ სახლში კედლების დემონტაჟი განხორციელდა იმავე სადარბაზოში მცხოვრები მშენებლის პროექტით განხორციელდა. ამ ეტაპზე მიზანმიმართულად არ ვასახელებთ ვინაობას, რადგან ეს ბევრისთვის ძალიან მტკივნეული იქნება. ვიმედოვნებთ ყველაფერს ნათელი მოეფინება, თავად ითანამშრომლებენ გამოძიებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, გვაქვს ამის მტკიცებულებები“, - განაცხადა პაპიძემ.

ცნობისთვის, პროკურატურამ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო