ჩაქვი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე ტრაილერი ამოტრიალდა, დაშავდა 2 ადამიანი

ჩაქვი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე ტრაილერი ამოტრიალდა, დაშავდა 2 ადამიანი

ჩაქვი-ბათუმის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით 2 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „მედცენტრში“ გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სასწრაფო დახმარების დამატებითი ბრიგადები.

ავტოსაგზაო შემთხვევისას ტრაილერი ამოტრიალდა, ამასთან შემთხვევაში 3 მსუბუქი ავტომანქანა ფიგურირებს.

მომხდარის გამო ჩაქვი -ბათუმის დამაკავშირებელ გზასთან, კერძოდ გვირაბთან სატრანსპორტო მოგზაურობა შეზღუდულია. მობილიზებულია სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები.