პაატა მანჯგალაძე - თუ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება გვინდა, გვჭირდება ჯანმრთელი და ჯანსაღი პრეზიდენტი - სააკაშვილის ჯანმრთელობას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ

თუ აქციის შინაარსი არის ის, რომ ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს, იმას, რომ ადამიანები არ იდევნებოდნენ და ქვეყანაში იყოს სამართლიანი სასამართლო, ყველა ასეთი ტიპის აქციაზე, მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, მივალ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 14 ოქტომბერს დაანონსებულ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, მსგავსი მოთხოვნებით აქციები არ უნდა იყოს პარტიული და უნდა იყოს საერთო ეროვნული თანხმობის საგანი.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მანჯგალაძის თქმით, ამ საკითხს სერიოზულად და ყურადღებით უნდა მოეკიდონ, რადგან ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ჯანმრთელი პრეზიდენტი სჭირდება.

„პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ, არ აქვს მნიშვნელობა პრეზიდენტია, მოქალაქე თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე. ეს საკითხი არ არის საღლიცინო. ჩვენ თუ გვინდა ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, ჩვენ გვჭირდება ჯანმრთელი და ჯანსაღი პრეზიდენტი. მივესალმები და ვიბრძვი ისეთი ქვეყნისთვის, სადაც ისევე, როგორც აშშ-ში, 5 პრეზიდენტს შეუძლია ერთად გადაიღოს სურათი. ჩვენ სამწუხაროდ, საქართველოში ვერ დავამკვიდრეთ დემოკრატიის ის სტანდარტი, როცა ყოფილი ხელისუფლება დევნილი არ არის მომდევნო ხელისუფლებისგან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე მინდა, რომ საქართველოში ხელისუფლებები ერთმანეთს არ ებრძოდნენ, არ იჭერდნენ, არ კლავდნენ.

როცა საკითხი ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, აქ უნდა წავშალოთ ყველანაირი პარტიული ნიშნები და ეს უნდა იყოს საერთო ეროვნული თანხმობის და კონსენსუსის საგანი. პარტიულობა მხოლოდ ხელს უშლის ამას და არ ეხმარება,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა