აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში შეკიდული ჭერის ნაწილის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა

აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში, შეკიდული ჭერის ნაწილის ჩამოვარდნის შედეგად არავინ დაშავებულა.

„მოგეხსენებათ გუშინ, საღამოს საათებში, ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ერთ-ერთ პალატაში მსუბუქი თაბაშირ-მუყაოსაგან დამზადებული შეკიდული ჭერის ნაწილი ჩამოვარდა. არავინ დაშავებულა, ყველა ბავშვი გადაყვანილია გვერდით პალატაში, უსაფრთხოდ. სულ ოთხი ბავშვი იყო პალატაში.

მობილიზებულია საინჟინრო ჯგუფი და მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზების შესწავლა, თუმცა რაიმე სერიოზულ მიზეზს ადგილი არ ჰქონია, დღევანდელი ინფორმაციით“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო