ლევან იოსელიანი - სააკაშვილის მდგომარეობას მიხედავენ, სათანადო ყურადღებას მიაქცევს ყველა, მაგრამ ვინ მიაქცევს ყურადღებას ჩვენს მოქალაქეებს, ვინც ნანგრევებში ყვება და სახლები ენგრევა თავზე?

სააკაშვილის მდგომარეობას მიხედავენ, იმ ადამიანს სათანადო ყურადღებას მიაქცევს ყველა, მაგრამ ვინ მიაქცევს ყურადღებას ჩვენს მოქალაქეებს, ვინც ნანგრევებში ყვება და სახლები ენგრევა თავზე? - მეორე ტურის წინ ამაზე არავინ საუბრობს და ეს არის უბედურება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "მოქალაქეების" დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მეორე ტურის წინ მთავარი თემა მოქალაქეების რეალური პრობლემები უნდა იყოს.

"ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი არის სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და შესაბამისად სახელმწიფო. ამ შემთხვევაშიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ არის არჩევნების მეორე ტური და მთავარი თემა არ არის ის, რაც უნდა იყოს. სახლები ენგრევათ თავზე და ამაზე არავინ საუბრობს, არავინ საუბრობს იმ პრობლემებზე, რაც რეალურად აწუხებთ ჩვენს მოქალაქეებს. ამაზე უნდა იყოს მთავარი დებატები, თორემ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას მიხედავენ, პირადი ექიმებიც ჰყავს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტმაც განცხადება გაავრცელა, რომ მონიტორინგის ქვეშ არის, იმ ადამიანს სათანადო ყურადღებას მიაქცევს ყველა, მაგრამ ვინ მიაქცევს ყურადღებას ჩვენს მოქალაქეებს, ვინც ნანგრევებში ყვება და სახლები ენგრევა, მეორე ტურის წინ ამაზე არავინ საუბრობს და ეს არის უბედურება", - განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, შიმშილობა სააკაშვილის გათავისუფლების საფუძველი ვერ იქნება. როგორც იოსელიანმა აღნიშნა, სააკაშვილი პირველი პატიმარი არ არის, რომელიც შიმშილობს და მსგავს შემთხვევებში, როცა პატიმრის მდგომარეობა მძიმდება, სპეციალური პენიტენციური სამსახური სპეციალური პროტოკოლით მოქმედებს და პატიმარი შესაბამის დაწესებულებაში გადაჰყავთ.

რაცშეეხება 14 ოქტომბერს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ აქციას, იოსელიანის თქმით, ისინი არცერთ აქციას არ უერთდებიან, რომელიც ორგანიზებულია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ.

"რა თქმა უნდა, მათ აქციის გამართვის უფლებაც აქვთ და რომ აკეთებენ, გასაგებია, მაგრამ ჩვენ რატომ უნდა შევუერთდეთ? ჩვენ როგორ შევუერთდეთ იმ პარტიის აქციას, რომელიც ყოველდღიურად ბრალს გვდებს "ქართულ ოცნებასთან" გარიგებაში?! 0.5% აკლია თბილისში ჩვენს პარტიას, რომ ბარიერი გადალახოს და ჩვენი კანდიდატი, სავარაუდოდ, ვერ შევა. გარიგებულები რომ ვიყოთ, 0.5% იქნებოდა პრობლემა?!"- განაცხადა იოსელიანმა.

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად