მიხეილ მაჭავარიანი - მიხეილ სააკაშვილი, როგორც ინსტიტუტის წარმომადგენელი ციხეში, არის სახელმწიფოსთვის პრობლემა - 30 წლის განმავლობაში ვერც ვერაფერი დავივიწყეთ და ვერც ვერაფერი ვისწავლეთ

დღეს მიხეილ სააკაშვილი ციხეში, თვითონ როგორც ინსტიტუტის წარმომადგენელი ციხეში, არის პრობლემა ქართული სახელმწიფოსთვის, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ქართული საზოგადოება უნდა ჩამოყალიბდეს, სურს თუ არა ერთ წრეზე სიარული, რომელიც გულისხმობს იმას, რომ „ახალმა ხელისუფლებამ უნდა სდიოს ძველ ხელისუფლებას“.

„მე მიხეილ სააკაშვილთან 2016 წლის შემდეგ ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ ადამიანურად მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო მას, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელმაც ბევრი გააკეთა ამ ქვეყნისთვის და ასევე, ბევრი გააკეთა უკრაინისთვის. 31 წლის ხდება ჩვენი სახელმწიფო და ამ წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, ორი პრეზიდენტი გვყავდა დევნილობაში. ზვიად გამსახურდია, რომელიც დავამხეთ და ეს იყო სამხედრო გადატრიალება და მეორე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ჩემთვის, მე რა იურიდიული ცოდნაც მაქვს, აბსოლუტურად არადასაბუთებული ბრალდებით ზის. მე უბრალოდ ვამბობ, რომ ჩვენ ამ 30 წლის განმავლობაში ვერც ვერაფერი დავივიწყეთ და ვერც ვერაფერი ვისწავლეთ. დღეს მიხეილ სააკაშვილი ციხეში, როგორც ინსტიტუტის წარმომადგენელი ციხეში, არის პრობლემა ქართული სახელმწიფოსთვის. ჩვენ ერთი და იმავე წრეზე უნდა ვიტრიალოთ? ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ ახლა საით მივდივართ და რა გვინდა, რომ საქართველო იყოს 10 წლის შემდეგ. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო 10 წლის შემდეგ იგივე ქვეყანა იყოს ? დღეს საქართველოში არის პოლარიზაცია ანუ ჩვენ 1991 წელს ვართ დაბრუნებული, დღეს არის გაყოფილი საქართველო და გამარჯვებულ ნახევარს არ უნდა ხელი გაუწოდოს დამარცხებულ ნახევარს. დღეს ფაქტია, რომ 46% აქვს „ქართულ ოცნებას“, 45% თუ 48%, არის მეორე 50%, რომელსაც არ მოსწონს „ქართული ოცნება“, მაგრამ „ქართული ოცნება“ ნაბიჯს არ დგამს, რომ ეს ყველაფერი მოაგვაროს. ჩვენ გადავწყვიტოთ, გვინდა ასეთი ქვეყანა? ეს ხელისუფლება ადრე თუ გვიან შეიცვლება და გვინდა, რომ ახალმა ხელისუფლებამ სდიოს წინა ხელისუფლებას და ერთ წრეზე ვიტრიალოთ ?,“- განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

იხილეთ ვიდეო:მიხეილ სააკაშვილი, როგორც ინსტიტუტის წარმომადგენელი ციხეში, არის სახელმწიფოსთვის პრობლემა - მიხეილ მაჭავარიანი

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო