ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის დროს გარდაცვლილთა სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო. ძნელია სიტყვებით გამოხატო ის განცდა, რომელიც ჩვენ ყველას აქ გვაქვს, - ამის შესახებ ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის დროს გარდაცვლილთა სამოქალაქო პანაშვიდზე მისულმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ბათუმში უდიდესი ტრაგედია მოხდა და ეს უბედურება მთელმა ქვეყანამ განიცადა.

„კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ვუსურვებ გამძლეობასა და ღმერთის წყალობას“, - აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა. დაკავებულია ბინის მეპატრონე ზაურ ბუდაგოვი და 2 მუშა, მამა-შვილი სურმანიძეები.

იხილეთ ვიდეო:ბათუმის საკათედრო ტაძარში 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა პანაშვიდი გაიმართა

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
თამარ ალადაშვილი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ახალი ფუნქციები ემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოების გარემოსდაცვით საკითხებში ჩართულობას
„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს