ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე საჯარო მოხელის პასუხისმგებლობა ჯერ არ გამოკვეთილა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევისა და შედეგად, მოქალაქეების დაღუპვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დრომდე, საჯარო მოხელეების პასუხისმგებლობა ჯერ არ გამოკვეთილა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიება გრძელდება და და გაფართოვდება თუ არა ბრალდებულ პირთა წრე უცნობია.

„საჯარო მოხელის პასუხისმგებლობა ჯერ არ გამოკვეთილა. იცით, რომ სამი პიროვნება პასუხისგებაში მიეცა. ვინ იყო ჩართული და ვინ არა, ამაზე ვერ ვისაუბრებ, არის გამოძიება, გამოძიებას კურირებს გამომძიებელი და ზედამხედველი პროკურორი. მე ვერ ვისაუბრებ ვინ რა გააკეთა და ვინ რა ჩვენება მისცა. თავის მტკიცებულებებით, რაც წარუდგინეს სასამართლოს, მან ბრალდებულებს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მუნიციპალური სამსახურის პასუხისმგებლობა თუ იკვეთება, ამაზე ვერ გეტყვით, ჯერ არ გამოკვეთილა. რომ გამოკვეთილიყო, წესით, მასაც მისცემდნენ პასუხისგებაში. გამოძიება გრძელდება და ამას ვინმე დაემატება თუ არ დაემატება ვერ გეტყვით, გამოძიებამ უნდა გვითხრას. ნამდვილად ძალიან ტრაგიკული ღამე იყო, ჯოჯოხეთური. პირველ რიგში, ოჯახისთვის, ოჯახის წევრებისთვის, ყველა ჩვენგანისთვის. ვცდილობდით, რომ ეს ადამიანები გადაგვერჩინა და მადლობა ყველას ვინც ამ ოჯახებს გვერდით დაუდგა. ვუსამძიმრებ კიდევ ერთხელ“, - განაცხადა გომელაურმა.

რაც შეეხება ნებართვების გამკაცრების საკითხს, როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, თუ ნებართვების გამკაცრების საკითხთან დაკავშირებით პრემიერმა თქვა, გამკაცრდება ნამდვილად.

„იქნება მეტი ყურადღება მისაქცევი. ძალიან ბევრი პრობლემაა თბილისშიც. როგორ უნდა გაუმკლავდეს, მე არ ვიცი, ურთულესი პრობლემაა“, - აღნიშნა მან.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა