მედია - ავსტრიის ახალი კანცლერი პრეზიდენტი წინაშე ფიცს დღეს დადებს

ავსტრიის კანცლერის თანამდებობაზე სებასტიან კურცს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი ჩაანაცვლებს.

მედიის ინფორმაციით, შალენბერგი ავსტრიის პრეზიდენტის ალექსანდრ ვან დერ ბელენის წინაშე ფიცს დღეს დადებს.

ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ შაბათს განაცხადა, რისი მიზეზიც შესაძლო კორუფციის ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება გახდა. სებასტიან კურცი ქვეყნის პარლამენტში „ავსტრიის სახალხო პარტიის“ ფრაქციას უხელმძღვანელებს.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?
შეიძინე და მიიღე საჩუქარი - 28,29,30 ივნისს მოდუსში დაუჯერებელი ფასდაკლებები გელოდება!