„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვა

ფოთში ახალგაზრდების ხარისხიან განათლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ მასწავლებელთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სკოლის პედაგოგები დააჯილდოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“„ეიპიემ ტერმინალს ფოთიდან“ აცნობეს, ფოთის საზღვაო ნავსადგური მასწავლებელთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე უკვე მეათე წელია მონაწილეობას.

„წელს ოთხი პედაგოგი შორენა ხახუბია, მაკა იობაძე, ნატრული ტაბიძე და ლიანა კოკაია სოციალურ აქტივობებში, ინკლუზიურ განათლებაში, გარემოს დაცვასა და STEM მიმართულებით გამორჩეული აქტივობებისთვის დაჯილდოვდნენ. 2020-2021 სასწავლო წლის შედეგების შესაბამისად, საუკეთესო პედაგოგები გამოავლინა.

კორპორაციული მდგრადობის ჭრილში, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ადგილობრივი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი ახლაგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების მიღების ხელშეწყობაა. ამ მიმართულებით კომპანია არაერთ ინიციატივას ახორციელებს, მათ შორის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა