ჩინეთში წყალდიდობას 28 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობას 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ინფორმაციას „ასოშიეთიდ პრესი“ ჩინეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 13 ადამიანი ადიდებულ მდინარეში ავტობუსის გადავარდნის შედეგად დაიღუპა.

შემთხვევა ხებეის პროვინციის დედაქალაქ შიძიაჯუანთან მოხდა. ავტობუსის მძღოლმა არ გაითვალისწინა აკრძალვა და ხიდი გადაკვეთა, რომელიც თითქმის მთლიანად წყლით იყო დაფარული. 15 ადამიანი კი შანსის პროვინციაში დაიღუპა, სადაც წყალდიდობის გამო ეკონომიკას 5 მილიარდ იუანზე მეტი (770 მილიონი აშშ დოლარი) პირდაპირი ზარალი მიადგა. პროვინციაში შენობები დაინგრა და 120 000-ზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს