აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ 8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მეგობარი რეგიონების ხელმღვანებელებისგან, აგრეთვე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან სამძიმრის წერილები მიიღო. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ 8 ოქტომბერს ბათუმში საცხოვრებელი კომპლექსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახების, ნათესავებისა და მეგობრების მიმართ“, - აცხადებს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იმამურა აკირა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და გულწრფელად გისამძიმრებთ თქვენ და სრულიად საქართველოს მოსახლეობას... აქვე მსურს უდიდესი პატივისცემა გამოვხატო მაშველთა გუნდის მიმართ მათი თავდადებისა და სიმამაცისათვის, რომლებიც დაუღალავად მუშაობდნენ ამ ტრაგედიის მსხვერპლების გადასარჩენად“, - აღნიშნავს გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, ღასან ხალილი.
„გულწრფელად ვუსამძიმრებ ყველა იმ ოჯახს, რომლებმაც დაკარგეს ახლობლები, ასევე, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საშინელი ტრაგედიის შედეგად დაზარალდა“, - აცხადებს ლიბანის საპატიო კონსული საქართველოში, ანესტას ელ მური.
„სილეზიის სავოევოდოსა და მოსახლეობის სახელით, გამოვხატავთ თანაგრძნობასა და ღრმა მწუხარებას ბათუმში საცხოვრებელი კომპლექსის ჩამონგრევის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელმაც 9 ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა” - აღნიშნულია პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეზიის მარშალი ცეზარსი ფშიბილსკი და ქვემო სილეზიის სეიმიკის თავმჯდომარე, ანჟეი იაროხის წერილში.
„გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას ბათუმში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო და დაზარალებულებს ვუსურვებთ გამოჯანმრთელებას.
„ამ მძიმე დღეს ჩვენ თქვენ გვერდით ვართ“, - აღნიშნულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარის, ვასიფ თალიბოვის წერილში.