თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის ტრაგედიას გადარჩენილი 1 წლის იოანე ქავთარაძე და ზვიად თავდგირიძე მოინახულა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გადარჩენილი მცირეწლოვანი იოანე ქავთარაძე და ზვიად თავდგირიძე მოინახულა.

1 წლის იოანე ქავთარაძე სამაშველო ოპერაციის შედეგად ჩამონგრეული კორპუსის ახლოს მდგომი ავტომობილიდან ამოიყვანეს. ბავშვი თავს კარგად გრძნობს და სახლში იმყოფება.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე სტაციონარში ზვიად თავდგირიძის მშობლებს გაესაუბრა და მკურნალი ექიმისგან მოისმინა ინფორმაცია პაციენტის მდგომარეობის შესახებ. ზვიად თავდგირიძემ ნანგრევებში 11 საათი გაატარა და მისი გადარჩენა სამაშველო ოპერაციის შედეგად გახდა შესაძლებელი. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურდება, შეინიშნება დადებითი დინამიკა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა