8-12 ოქტომბერს BageBee-ის მეფუტკრეობის ცენტრში საპილოტე ტრენინგ-კურსი მიმდინარეობს

8-12 ოქტომბერს, BageBee-ის მეფუტკრეობის ცენტრში საპილოტე ტრენინგ-კურსი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო ავრცელებს.

მეფუტკრეობის მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრი 2021 წლის ივლისში გაიხსნა და ამ დღის შემდეგ აქტიურად არის ჩართული მეფუტკრეობის სფეროში სიახლეების დანერგვისა და განხორციელებისთვის.

„მეფუტკრეობის მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრი (შემდეგში როგორც Bagebee-ის ცენტრი) აშენდა და აღიჭურვა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ პროექტის „მეფუტკრეობის მდგრადი განვითარება საქართველოში“ ფარგლებში „People in Need“ საქართველოს, კავშირი ასოციაციის „აგორასა“ და თბილისის მერიის პარტნიორობით. (მისამართი: თბილისი, წყნეთის გზატკეცილი #63, გერმანული სკოლის გვერდით, მეფუტკრეობის რეგიონული ცენტრი.)

ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის საგანმანათლებლო კომპონენტი, რომლის ფარგლებშიც ბაგების მეფუტკრეობის ცენტრისთვის 3 სხვადასხვა დონის მოდული შეიქმნა. ეს მოდულები განკუთვნილია სხვადასხვა გამოცდილებისა და ცოდნის მეფუტკრეებისთვის რომ შეძლონ თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკის გაღრმავება და მეფუტკრეობის დარგში არსებული სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიღება.

ამჟამად, 8-12 ოქტომბერს, BageBee-ის მეფუტკრეობის ცენტრში მიმდინარეობს საპილოტე ტრენინგ-კურსი BageBee-ის ტრენერებისა და სხვადასხვა მოწვეული ექსპერტების ჩართულობით. ტრენინგში მონაწილე მეფუტკრეებს აქვთ საშუალება გაეცნონ შემდეგ თემებს: ექსპორტი და რეგულაციები; სურსათის უვნებლობის სტანდარტები; ფუტკრის პროდუქტები: ფუტკრის რძისა და შხამის წარმოება, ფუტკრის მტვრისა და ჭეოს აღება თაფლის ბაზაზე სხვადასხვა პროდუქტების წარმოება.

ტრენინგ-კურსის განმავლობაში, მონაწილეებს აქვთ საშუალება სიღრმისეულად შეეხონ ტრენინგის თითოეულ თემას, დისკუსიის ფორმატში მიიღონ მონაწილეობა და გაიზიარონ არსებული საუკეთესო პრაქტიკები და გამოცდილება.

BageBee-ის ცენტრში არსებული გამართული ინფრასტრუქტურა, აპითერაპიის კაბინეტი, ფუტკრის შხამის მიღების და ფუტკრის რძის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები აძლევს ტრენინგის მონაწილეებს საშუალებას ადგილზე მიიღონ პრატიკული გამოცდილება. გარდა ამისა, კურსის ფარგლებში, ჩატარდა სასწავლო-პრაქტიკული ვიზიტი ბაზალეთში მდებარე ვლადიმერ ვარდოსანიძის საფუტკრე მეურნეობაში. მონაწილეებმა აქ განახორციელეს მეურნეობაზე დაკვირვება, ფუტკრის რძესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების გაცნობა.

მეფუტკრეებისათვის საპილოტე ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ გამიზნულია მსგავსი ტრენინგ-კურსის ჩატარება უკვე ოქტომბრის ბოლოსთვის.

მსურველებს შეეძლებათ მონაწილეობის სურვილი დააფიქსირონ სპეციალური აპლიკაციით, რომელიც გავრცელდება ორგანიზაცია “ფიფლ ინ ნიდ“ - ისა და BageBee-ის მეფუტკრეობის ფეისბუკგვერდების საშუალებით“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა