ევროპის უნივერსიტეტს ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში მალაგას უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეწვივნენ

ევროპის უნივერსიტეტს ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში მალაგას უნივერსიტეტის (ესპანეთი) აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მალაგას უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და მედიცინის კორპუსები და ახლად აშენებული სტუდენტური საცხოვრებელი დაათვალიერეს.

შეხვედრას ევროპის უნივერსიტეტის საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯმენტის წარმომადგენლები, რელევანტური საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები და განმახორციელებელი პერსონალი ესწრებოდა, რომლის ფარგლებშიც მალაგას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ევროპის უნივერსიტეტის ყოველდღიურ სამუშაო პროცესს, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცედურებსა და ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკას გაეცნენ, ხოლო აკადემიურმა პერსონალმა ინფორმაცია საგანმანთლებლო პროგრამების კონტენტის, კვლევითი ინსტიტუტების საქმიანობისა და ლექტორების ექსტრაკურიკურალური აქტივობების შესახებ მიიღო.

,,აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება ევროპის უნივერსიტეტის წარმომადგენლების საპასუხო ვიზიტი მალაგას უნივერსიტეტში, რაც პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კიდევ უფრო გააღრმავებს თანამშრომლობას არა მხოლოდ ინსტიტუციონალური, არამედ ინდივიდუალური თვალსაზრისით, აკადემიური კოლაბორაციებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაცვლის გზით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო