ბათუმის მერია და აჭარის მთავრობა დაზარალებულ ოჯახებს ბინებსა და კომპენსაციას გადასცემს

ბათუმის მერია და აჭარის მთავრობა დაზარალებულ ოჯახებს ბინებსა და კომპენსაციას გადასცემს. ამასთან, ბათუმის მერიის ინიციატივითა და ფსიქოლოგიური დახმარების კაბინეტის მხარდაჭერით, აღნიშნულ ოჯახებს შეუძლიათ უფასო ფსიქოკონსულტაციით ისარგებლონ.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახებს, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მუნიციპალური სერვისების წარმომადგენელს, მამუკა ცხვარაძეს შემდეგ ნომერზე: 599570445 შეუძლიათ მიმართონ.

„8 ოქტომბერს, 26 მაისის ქ. #13-ში, საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი ბავშვი. ბათუმის მერია, კიდევ ერთხელ, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს. ჩამონგრეული კორპუსისა და მიმდებარე სადარბაზოების მდგომარეობის შესწავლის მიზნით, დაწყებულია ექსპერტიზა. დასკვნის შედეგები უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი.

მანამდე კი, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მაცხოვრებლების სახლში შესვლა შეზღუდულია. პარალელურად მოწმდება მიმდებარე სახლების მდგომარეობა. კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულია 53 ოჯახი, რომელთაგანაც 23-მა ოჯახმა მიმართა დახმარებისთვის ბათუმის მერიას-ყველა მათგანი უზრუნველყოფილია დროებითი თავშესაფრითა და სამჯერადი კვებით.

ოჯახებს ასევე გადაეცათ პირველადი საჭიროების ნივთები და მედიკამენტები. დაზარალებულები მერიის სერვისცენტრის წარმომადგენლებთან მუდმივ კომუნიკაციასა და მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ბათუმის მერია და აჭარის მთავრობა დაზარალებულ ოჯახებს ბინებსა და კომპენსაციას გადასცემს. დამატებით, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 90 ათასი ლარი უკვე გამოიყო.

ასევე, ბათუმის მერიის ინიციატივითა და ფსიქოლოგიური დახმარების კაბინეტის მხარდაჭერით, აღნიშნულ ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ უფასო ფსიქოკონსულტაციით. ბოლო დღეების განმავლობაში, ბათუმის მერიის სამსახურები, სამაშველო სამსახურთან ერთად, საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ და ჩართულები იყვნენ სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებსა და ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებში. დაზარალებულ ოჯახებს, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, შეუძლიათ მიმართონ მუნიციპალური სერვისების წარმომადგენელს, მამუკა ცხვარაძეს შემდეგ ნომერზე: 599570445”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა