„ევროპულმა საქართველომ“ ქუთაისში აქცია-პერფორმანსი გამართა

„ევროპულმა საქართველომ“ ქუთაისში აქცია - პერფორმანსი გამართა. პარტიის ლიდერებმა ქუჩაში ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიან პოსტერები გააკრეს. „აღარ მოეკიდო გაგებით"-ამ წარწერებით პარტიის წევრები მხარდამჭერებს მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

მათი თქმით, თუ დიდ ქალაქებში ოპოზიცია მოიგებს, ეს იქნება საყრდენი, რომელიც მისცემთ შესაძლებლობას მშვიდობიანი ცვლილებების.

„ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, რომ მივიდნენ მეორე ტურში, რადგან ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ხმის მიცემა არის მათი ფუნდამენტური ინტერესი. ნებისმიერ დიდ ქალაქში მარცხი ივანიშვილის რეჟიმის არის საყრდენი იმისა, რომ მშვიდობიანი გზით გავაცილებთ ხელისუფლებიდან. ყველას უნდა შევახსენოთ, რომ ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შანსი თვითონ განსაზღვრავდეს თავის მომავალს. ამიტომ მეორე ტურში გასულისთვის ხმის მიცემა არის საკუთარი მომავლისთვის ხმის მიცემა“, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა