ანრი ოხანაშვილი - სააკაშვილი არის რეციდივისტი

სააკაშვილი არის რეციდივისტი, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სამართლებრივად შეიძლება ეს ტერმინი გამოიყენონ, რადგან დანაშაულის შემდეგ, რომელზეც სააკაშვილი მსჯავრდებულია, სავარაუდოდ, ახალი დანაშაული ჩაიდინა, როცა ქვეყნის საზღვარი გადმოკვეთა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა კრიზისს არ ქმნის.

„იქ, სადაც არ არსებობს კრიზისი, ალოგიკურია რაიმეს განმუხტვაზე საუბარი, ვინ რა ხნით იქნება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ამას წყვეტს კანონი და სასამართლო. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება იყო პოლიტიკური შინაარსის და არანაირი კავშირი ამას სასამართლო რაზე იმსჯელებს ან უკვე გამოტანილ განაჩენთან არ აქვს, უკვე დამდგარია განაჩენი და სწორედ დამდგარი განაჩენის შესაბამისად იმყოფება კონკრეტული მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. სხვათა შორის, სააკაშვილი არის რეციდივისტი, სამართლებრივად ასეა. ერთხელ ჩადენილია დანაშაული, რაზეც არის პასუხისგებაში მიცემული, ამის შემდგომ კიდევ ჩაიდინა მან სავარაუდოდ ახალი დანაშაული,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო