ტყიბულის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას 8 მილიონი მოხმარდება, საპროექტო სამუშაოები დაწყებულია

ტყიბულში, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, რის დასრულების შემდეგაც ახალი სისტემების მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, პროექტისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარამდე გამოიყო.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, წყალმომარაგების კომპანია, რეგიონებში მოსახლეობის წყალმომარაგებისთვის დაგეგმილი პროექტების განხორციელებას განაგრძობს.

ამჯერად ქალაქ ტყიბულში, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, რის დასრულების შემდეგაც დაიწყება ახალი სისტემების მშენებლობა.

პროექტისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარამდე გამოიყო.

ტყიბულში მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება შაორის წყალსაცავიდან ხორციელდება, საიდანაც მარაგდება ქალაქის დაახლოებით 70%.

ქალაქში არსებული სათავე ნაგებობა აშენებულია 1958 წელს და რეაბილიტაციას საჭიროებს. უამინდობის დროს სათავზე წყალი იმღვრევა, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არსებული და ახალი რეზერვუარების, სატუმბო სადგურების რეაბილიტაცია- მშენებლობა, გარდა ამისა მოეწყობა მაგისტრალური მილი და წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი.

შედეგად, ტყიბულის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა