ბადრი ჯაფარიძე - რაზეც გვედავება პროკურატურა, ერთადერთი დაზარალებული ვართ ჩვენ

რაზეც გვედავება პროკურატურა, ერთადერთი დაზარალებული ვართ ჩვენ. სამწუხაროა, რომ სამი წელიწადია მიმდინარეობს ყოვლად აბსურდული პროცესი, რომელიც გვიჯდება უზარმაზარი დრო, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი პოლიტიკური პროცესები უნდა დასრულდეს, რადგან „არის სამარცხვინო და აზიანებს ჩვენს ქვეყანას“.

"2008 წლის ომის შემდეგ ბევრი სესხი გაპრობლემდა და თუ ვინმემ იზარალა, ან ქონება შეუმცირდა, ეს ვიყავით ჩვენ. რაზეც გვედავება პროკურატურა, ერთადერთი დაზარალებული ვართ ჩვენ. სამწუხაროა, რომ სამი წელიწადია მიმდინარეობს ყოვლად აბსურდული პროცესი, რომელიც გვიჯდება უზარმაზარი დრო. პოლიტიკური დაკვეთის გამო ეს პროკურორები ისეთ სისულელეს იცავენ, რომ მართლა სიცილის და ღიმილის მომგვრელია. ფაქტია, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია, ქვეყანა ასე გადაიჩეხება. საუბარი არ არის ჩემზე, ან მამუკა ხაზარაძეზე, გავუძლებთ თუ არა ამ ზეწოლას, რა თქმა უნდა, გავუძლებთ, მაგრამ 3 წელია ანბანურ ჭეშმარიტებაზე გვედავებიან, დაადასტურა ყველამ ვისაც კი რაიმე შეხება ჰქონდა, რომ ეს არის აბსურდი. ბიძინა ივანიშვილის მენტალიტეტში, რომელმაც ეს პროცესი დაუკვეთა არ ჯდება, რომ შეიძლება კეთილსინდისიერად მართო შენი ინსტიტუტი. მისთვის მისაღებია, რომ საკუთარი ინსტიტუტიდან შეიძლება ფული მოიპარო, შესაძლებელია ბევრჯერ აქვს მსგავსი ნანახი რუსეთში როდესაც იმყოფებოდა. მისთვის ყოვლად წარმოუდგენელია ის, რაც გავაკეთეთ. ფორსმაჟორული ვითარების გამო ვიზარალეთ, შემცირდა ჩვენი ქონება და რომ გადაგვერჩინა ინსტიტუტი, შემოვიყვანეთ ინვესტორები, რომლებიც აბსოლუტურ მხარდაჭერას გვიცხადებენ. ფაქტია, რომ ასეთი პოლიტიკური პროცესები უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში, ეს არის სამარცხვინო და აზიანებს ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპს, პეკინის საპასუხოდ გარდა იმისა, რომ ევროპას და უკრაინას დაეხმაროს, სხვა სვლა აღარც აქვს დარჩენილი
ანდრო გოცირიძე - ხელისუფლების დაკარგვის შიშით „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლური კურსი შეცვალა, ორიენტაცია დათმო, დემოკრატიას ძირი გამოუთხარა და რუსული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.09.2025
„თიბისიმ“ აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე“ სამი ჯილდო მოიპოვა
1200 ადამიანზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი წინანდალში - „სილქ როუდ ჯგუფი“ ახალ პროექტს აანონსებს
ბაზისბანკი სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია | კინოფესტივალს მესტია წელს მეხუთედ უმასპინძლებს
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიხსნა
Porsche-ს ქართველი ენთუზიასტებისთვის დახურული Nürburgring Nordschleife