დუშეთის მუნიციპალიტეტთან ოთხმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი, ზურაბ სეხნიაშვილი სამართლებრივი საკითხების კონსულტანტ ნოდარ კობიაშვილთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ლიეტუვის რესპუბლიკის ქალაქ შაკიაიში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს, უკრაინის, ლატვიისა და ლიეტუვას თვითმმართველობებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ოთხმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.

ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ადაჟის, შაკიაის, სლობოჟანკას და დუშეთის მუნიციპალიტეტების უმაღლესმა თანამდებობის პირებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს გამოცდილების გაზიარებას შემდეგ სფეროებში: საჯარო სივრცეების განვითარება, კულტურა, განათლება, სპორტი, ჯანდაცვა, ბიზნესი, ტურიზმი და გარემოს დაცვა. მემორანდუმით ასევე გათვალისწინებულია საერთაშორისო ინიციატივებსა და საინვესტიციო პროექტებში ერთობლივი მონაწილეობა.

როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნავენ, ვიზიტის ფარგლებში, ხელმომწერმა მხარეებმა დაათვალიერეს ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტები და გაეცნენ საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა