დავით კირკიტაძე - მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი გისოსებს მიღმა იმყოფება და თავისუფლება შეზღუდული აქვს, ბედნიერია იმით, რომ თავის სამშობლოშია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავს მხნედ გრძნობს. როგორც მან რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მას თავისუფლება შეზღუდული აქვს, ბედნიერია იმით, რომ თავის სამშობლოშია.

მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა არის ისეთი, როგორიც ალბათ, უნდა იყოს იმ ადამიანის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში შიმშილობს, თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მორალურად ის ძალიან მხნედ არის. მე მას ვხვდებოდი ხოლმე ამ წლების განმავლობაში უნგრეთში, პოლონეთში, უკრაინაში შევხვედრივარ. დღეს მის თვალებში დავინახე და ეს მანაც მითხრა საუბარში, მიუხედავად იმისა, რომ ის გისოსებს მიღმა იმყოფება და თავისუფლება შეზღუდული აქვს, ბედნიერია იმით, რომ თავის სამშობლოშია. მე ეს მის თვალებში დავინახე, მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობს და ალბათ, არ არის იმ ენერგიაზე, რა ენერგიაც აქვს", - განაცხადა კირკიტაძემ.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, 14 ოქტომბერს დაანონსებულ აქციაზე შეიკრიბონ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ ქვეყნის გათავისუფლებისთვის. დავით კირკიტაძის თქმით, ის მიხეილ სააკაშვილმა გაამხნევა, რომ მეორე ტურისთვის ბრძოლაში ყველაფერი გააკეთოს.

ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო, დავით კირკიტაძემ უპასუხა, რომ მისი გათავისუფლებაა მნიშვნელოვანი.

„მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი, მას ჰქონდეს საშუალება, თავისი ნიჭი, ენერგია, კონტაქტები გამოიყენოს ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და ამ გაჭირვებიდან ამოსაყვანად“,-განაცხადა კირკიტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა