„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ თანამშრომლებისთვის ვაქცინაციის ოთახი გაიხსნა

ვაქცინაციის პროცესის ხელშესაწყობად "ეიპიემ ტერმინალს ფოთის" თანამშრომლებისთვის კომპანიაში ვაქცინაციის ოთახი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ოთახი ადგილობრივი კლინიკის, ლაზიკამედის თანამშრომლების მიერ აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით.

„პარალელურად, ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად მოეწყო საინფორმაციო სახის შეხვედრა ექიმ მაია ჩაჩიბაიასთან. მაია ჩაჩიბაიამ აუდიტორიას ვაქცინაციის სიკეთეებზე მიაწოდა ინფორმაცია და ისაუბრა იმ გავრცელებულ მითებზე, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და რომლის გამოც ადამიანები თავს იკავებენ აცრისგან.

ეიპიემ ტერმინალს ფოთი ვაქცინაციის პროცესს აქტიურად ახალისებს; კომპანიის ინიციატივით ადგილობრივმა კლინიკამ გამოყო აცრის კაბინეტი, სადაც თანამშრომლებს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ მისვლა და სასურველი ვაქცინით აცრა; ამის გარდა, ეიპიემ ტერმინალსმა მოამზადა სპეციალური ბროშურა, სადაც ვაქცინაციასთან დაკავშირებით ყველა ხშირად დასმულ კითხვაზეა პასუხი გაცემული”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა