„ელიტ ელექტრონიქსში“ iPhone 13-ის წინასწარი გაყიდვა დაიწყო

14 ოქტომბრის ჩათვლით ელიტ ელექტრონიქსში iPhone 13-ის წინასწარი გაყიდვა დაიწყო.

ეფლის პროდუქციაზე და განსაკუთრებით მობილურ ტელეფონებზე მოთხოვნა წლიდან-წლამდე იზრდება. ყველა ახალ მოდელს მომხმარებელი დიდი ინტერესით ელოდება. ეფლის ერთგულ მომხმარებელს ყოველთვის უნდა, რომ პირველს ჰქონდს უახლესი სმარტფონი და ახალი მოდელის უსაზღვრო შესაძლებლობები თავად გამოსცადოს.

ელიტ ელექტრონიქსი, რომელიც ეფლის ოფიციალური რესელერია საქართველოში თავის მომხმარებელს წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში დამატებით საჩუქარს სთავაზობს. ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც 15 ოქტომბრამდე შეიძენს ახალ iPhone 13/mini/pro/pro max-ს საჩუქრად მიიღებს JBL-ის ბადსებს.

რაც შეეხება თავად iPhone 13-ს, ეს გახლავთ ყველაზე ძლიერი შესაძლებლობების მქონე აიფონი. iPhone-ის ისტორიაში სრულად ინოვაციური, სუპერ გამძლე ეკრანი, რევოლუციური ორმაგი კამერა, წარმოუდგენლად მძლავრი ბატარეა და ულტრა სწრაფი A15 Bionic ჩიპი.

  • რევოლუციური ორმაგი კამერა - განახლებული კუთხის კამერა ახალი სენსორის მეშვეობით ახერხებს ფოტოსა და ვიდეოს უფრო დეტალურად იღებს ბნელ ადგილებში. Smart HDR 4 უზრუნველყოფს გაძლიერებულ ფერებს, კონტრასტსა თუ განათებას უფრო რეალისტური და ბუნებრივი ფოტოებისთვის. Senior Shift OIS სტაბილიზაცია კი სტაბილური ვიდეოს გადაღბაში დაგეხმარებათ.
  • კინოეფექტი არის კიდევ ერთი ახალი რეჟიმი, რომელიც დამატებული აქვს ახალ სმარტფონს, როგორც მთავარ ისე ფრონტალურ კამერაზე. ამ ფუნქციის საშუალებით ნებისმიერ ადამიანს აქვს საშუალება გადაიღოს ისეთი ვიდეო, რომელიც ფილმს ჰგავს.
  • რაც შეეხება მის დახვეწილ დიზაინს, მისი ეკრანი აღჭურვილია სპეციალურად iPhone-ისთვის შექმნილი კერამიკული ფარის მასალით, რომელიც უფრო მყარია, ვიდრე ნებისმიერი სხვა სმარტფონის მინა. iPhone 13-სა და iPhone 13 mini-ში ლინზები დიაგონალურად არის განლაგებული. ახალი მოდელები წარმოდგენილია კიდევ უფრო მრავალფეროვანი ფერთებში. iPhone 13-ს სერიებში მეხსიერება 64 GB-დან 1 TB-ის ჩათვლით არის ხელმისაწვდომი. ახალი ფლაგმანი ფლობს IP68 წყალგაუმტარ ნიშანს. Super Retina XDR OLED ეკრანი, დღისით 28%-ით უფრო ნათელი და ენერგო-ეფექტურია.

რაც არ უნდა ბევრი მოგიყვეთ ახალი iPhone 13-ის შესახებ, სულ სხვა შთაბეჭდილება არის ამ „ყველაზე დიდი განახლების“ თავად გამოცდა. ამიტომ არ დაგავიწყდეთ, რომ ახალი iPhone-ის წინასწარი შეკვეთა 14 ოქტომბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი, როგორც ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიათა ქსელში, ასევე ონლაინ ee.ge-ზე. 15 ოქტომბრიდან კი ოფიციალური გარანტიით ახალი iPhone 13/mini/pro/ pro max-ის შეძენა შეგეძლებათ, როგორც ონლაინ, ისე ელიტ ელექტრონიქსის ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით.

ელიტ ელექტრონიქსი - Apple-ს ოფიციალური პარტნიორი საქართველოში.

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით