სამშენებლო გამოფენა და უძრავი ქონების ფორუმი - Caucasus Build ახალი კონცეფციით ბრუნდება

15-17 ოქტომბერს, ორწლიანი პაუზის შემდეგ, საერთაშორისო სამშენებლო გამოფენა „CaucasusBuild“-ს, რომელიც „ექსპოჯორჯიას“ ორგანიზებით უკვე 25 წელია ტარდება, საგამოფენოცენტრის მეთერთმეტე პავილიონი უმასპინძლებს.

გარდა ამისა პირველად, გამოფენის პარალელურად გაიმართება უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმიც.

გამოფენაზე “Caucasus Build”, სამი დღის განმავლობაში, 11:00-დან 18:00 საათამდე, როგორც სამშენებლო სფეროს პროფესიონალებს, ასევე მშენებლობით/რემონტით დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საინტერესო პროდუქტებსა და მომსახურებებს, რომლებსაც მათთვის 50-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია (მსოფლიოს 5ქვეყნიდან) წარადგენს.

უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი, 15 ოქტომბერს, დეველოპერულ კომპანიებს დასპეციალურად ამ ღონისძიებისთვის სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ, (ლიეტუვა, ლატვია, უკრაინა, პოლონეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები) უძრავი ქონების საბროკერო კომპანიებს, შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ ერთმანეთის პროდუქტებსა და მომსახურებას, მიიღონ ინფორმაცია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბაზრის შესახებ დადაამყარონ საქმიანი ურთიერთობები.

გამოფენაზე და ფორუმზე დასწრება უფასოა.

ფორუმზე დასასწრებად, დეველოპერული კომპანიებისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაციის გავლა ორგანიზატორთან (ექსპოჯორჯია) დაკავშირების გზით.

ფორუმზე რეგისტრაცია შესაძლებელია 15 ოქტომბრამდე!

პროექტის ფარგლებში „ექსპოჯორჯიას“ პარტნიორები არიან: „უძრავი ქონების ასოციაცია“,„ფროფერთი ჯორჯია“, „ფიაბსი ჯორჯია“.

მედიაპარტნიორები არიან: „ენთრეპრენერი“, „ფორბს ფროფერთი“.

ფორუმში რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით ამ მეილზე: mtsaishvili@expogeorgia.ge

(R)

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ