აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის სკოლებში 75 კლასი ონლაინ სწავლებაზე გადავიდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის სკოლებში 75 კლასი ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. როგორც უწყებაში აღნიშნეს, კორონავირუსის გამო ერთი სკოლა დახურულია.

უწყების ინფორმაციით, ბათუმში 55 კლასი, ქობულეთში 16 კლასი, ხელვაჩაურში 1 კლასი, ქედაში 2 კლასი, შუახევში 1 კლასი ონლაინ რეჟიმში სწავლობს.

ცნობისთვის, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო კრიტიკულად მძიმედ, მართვით სუნთქვაზე 11 პაციენტი იმყოფება. კორონავირუსის შედეგად, ერთ დღეში აჭარაში ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა