2021 წლის წიგნიერების საერთაშორისო კვლევის ძირითადი საველე სამუშაოები დაიწყო

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წიგნიერების საერთაშორისო კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით 192 სკოლაში მიმდინარეობს და 20 ოქტომბერს დასრულდება. მასში 261 მასწავლებელი, 5 716 მე-5 კლასის მოსწავლე და მათი მშობლები მონაწილეობენ.

კვლევის მიზანია 9-10 წლის მოსწავლეების კითხვის უნარების შეფასება და კვლევაში მონაწილე ქვეყნების მოსწავლეების მიღწევების დონის საერთაშორისო სტანდარტებთან შედარება. აგრეთვე იმის დადგენა, თუ რა გავლენას ახდენს მოსწავლის სწავლის პროცესზე ისეთი კონტექსტუალური ფაქტორები, როგორიცაა სასწავლო გარემო, მშობლების ჩართულობა, სკოლის მართვა, მასწავლებლის კვალიფიკაცია და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

PIRLS ამჯერადაც ფოკუსირებას მოახდენს კითხვის მიზნებსა და მხატვრული და საინფორმაციო ტექსტის გააზრების პროცესებზე. შეფასდება წაკითხულის გააზრებისათვის აუცილებელი 4 მნიშვნელოვანი პროცესი, კერძოდ: ტექსტში ინფორმაციის მოძებნა და ტესტურ დავალებაში მოცემული ინფორმაციის გაგება; ტექსტიდან უშუალო დასკვნების გაკეთება; აზრებისა და ინფორმაციის ინტერპრეტაცია და არსებულ ცოდნასთან ინტეგრირება; შინაარსისა და ტექსტუალური ელემენტების შეფასება და კრიტიკულად გააზრება.

კვლევას საქართველოში ადმინისტრირებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უწევს.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
განსაკუთრებული შეთავაზება მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას
ახალი კოროლა კროსი – დახვეწილი SUV სტილი